fbpx

Ogilvy Georgia – საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო

,,ოგილვი“ ქმნის საკულტო, გამორჩეულ, კულტურის შემცვლლელ მარკეტინგულ კამპანიებს. ეს ხდება 1948 წლიდან – მას შემდეგ, რაც ის დევიდ ოგილვიმ დააფუძნა.თავიდან იყო ერთი ,,ოგილვი“. დღესაც ისევ ერთია ,,ოგილვი”, ოღონდ უკვე მსოფლიოს 83 ქვეყანაში 132 ოფისით. ეს არის მრავალი ჯილდოს მფლობელი ინტეგრირებული კრეატიული ქსელი. თანამშრომლობს როგორც Fortune 500, ისე ლოკალურ ბრენდებთან; არის მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო კომპანიის WPP-ს წევრი. ქმნის მომხმარებლისთვის დაუვიწყარ გამოცდილებას, დიზაინსა და მარკეტინგულ კომუნიკაციებს.

,,ოგილვი“ ბიზნესებს ძლიერ ბრენდებად აქცევს ექვსი ძირითადი შესაძლებლობით: ბრენდის სტრატეგია, რეკლამა, მომხმარებელთა ჩართულობა და კომერცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ციფრული ტრანსფორმაცია და პარტნიორობა.

,, We are one doorway to a creative network, re-founded to make brands matter in a complex, noisy, hyper-connected world“

იდეები

რთულია, წინასწარ განსაზღვრო, რამდენად დიდხანს შეინარჩუნებს ესა თუ ის ტრენდი სიძლიერეს ხანგრძლივად. ამიტომ თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.

თავიდან ბევრი სკეპტიკური აზრი არსებობდა – ზოგიერთის აზრით, ინფლუენსერ მარკეტინგი ახირება იყო; ზოგიერთმა ისე მიიღო, როგორც უმნიშვნელო ინსტრუმენტი მარკეტინგულ მიქსში.

ბრენდების რამდენი პროცენტი შეიძლება გაქრეს ერთ ღამეში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე? Elite Business Magazine-ის მიხედვით, პასუხი 74% გახლავთ.

ამ დროისთვის მომხმარებელთა მოლოდინის სტანდარტმა მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ციფრულ სამყაროს

სიმართლე ითქვას, 2021-მა წელმა მარკეტოლოგებიც და მომხმარებლებიც მუდმივად საინტერესეო გამოწვევების წინაშე გვამყოფა, თუმცა ეს ნამდვილად მსუბუქი ნათქვამია.

გავიხსენოთ დრო, როდესაც Facebook-მა ან თუნდაც Google-მა პირველად გახსნეს თავისი სარეკლამო პლატფორმები საზოგადოებისთვის.

ბევრი ადამიანი შემხვედრია, ვინც რეკლამირებაში ახალბედა იყო. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მათგან ხშირად მოდიოდა ასე ჟღერდა – გაქვთ რაიმე რჩევა, მათთვის, ვინც ამ სფეროში ახალია? კი, მაქვს და ქვემოთ ამ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას.

კარიერა – დასაქმდი ჩვენთან 

როგორც ჩვენი დამფუძნებელი დევიდ ოგილვი ამბობდა, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს რომლებიც ჩვენზე დიდები და ჭკვიანები იქნებიან. სწორედ ასე ვქმნით გიგანტების კომპანიას. ჩვენ მუდმივად დაინტერესებული ვართ თანამედროვე მარკეტინგისა და ბრენდის ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომლებიც დიდი გულითა და განუსაზღვრელი ნიჭით გამოირჩევიან.

თუ დაინტერესებული ხარ ჩვენთან თანამშრომლობით

დაგვიტოვე ინფორმაცია

ვინ ვართ ჩვენ ?

Ogilvy 1948 წელს დაარსდა მხოლოდ 1 ოფისით, დღეს კი ჩვენი კრეატიული ქსელი 132 ოფისს აერთიანებს 83 ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის საქართველოში. 

ზრდის პროცესში მსოფლიო მსოფლიო სრულად შეიცვალა და ამოუცნობი გახდა. Ogilvy ცვლილებების დროს მუდმივად იდგა მსოფლიოს წარმატებული ბრენდების გვერდით და ეხმარებოდა მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციაში, გრძელ ვადიანი გეგმების განსაზღვრაში. 

ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს ჩვენი მიზანი: შთავაგონოთ ადამიანები და ბრენდები გავლენის მოსახდენად. 

როგორ მივაღწიეთ წარმატებას ? მიუხედავად მასიური ცვლილებებისა, ყოველთვის ვმოქმედებდით დევიდ ოგილვის შთაგონებითა და ხედვით. მან შექმნა კორპორატიული კულტურა, რომელიც ღრმად სცემდა პატივს და ზრუნავდა მის ხალხზე და კლიენტებზე. დევიდის მიდგომების მუშაობით ჩვენ პატივს ვცემთ მის მემკვიდრეობას. 

ჩვენი ძირითადი ღირებულება ყველაფრის გულშია რასაც ვქმნით. ეს არ არის წესების კრებული, ესაა რწმენა. ეს ჩვენი დნმ-ია.  

სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას და გვეხმარება  ჩამოვაყალიბოთ მოლოდინები – როგორ სამუშაო გარემოს ვქმნით და როგორ ადამიანებს ვეძებთ რომ გახდნენ ჩვენი ოჯახის წევრები. 

ვიცით და გვწამს რომ თუ ვიცხოვრებთ ჩვენი ღირებულებების მიხედვით, შესანიშნავად შევასრულებთ სამუშაოებს. ჩვენი ხალხი ისწავლის და გაიზრდება, აღმოაჩენს მის ინტერესებს და გახდება საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, როგორც პერსონალური ასევე პროფესიული მიმართულებით. 

ჩვენმა ღირებულებებმა შორს წაგვიყვანა და მომავალში კიდევ უფრო მეტ მწვერვალებს დაგვაპყრობინებს. ჩვენ ვართ ერთიანი ძალა, განუყოფელი. 

ჩვენ ვართ განუზომლად კრეატიულები, მოხერხებულად დაკავშირებულები, შეუპოვრად ცნობისმოყვარეები, მუდმივად უკმაყოფილოები, მარადიული შემოქმედები. 

ჩვენ ვართ Ogilvy.