fbpx

Ogilvy Georgia – საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო

სოციალური მედია ტრენდები - 2022

სიმართლე ითქვას, 2021-მა წელმა მარკეტოლოგებიც და მომხმარებლებიც მუდმივად საინტერესეო გამოწვევების წინაშე გვამყოფა, თუმცა ეს ნამდვილად მსუბუქი ნათქვამია. იგი ისტორიაში შევა, როგორც განსაკუთრებული წელი, რომელმაც დაამკვიდრა ნორმალურის ახალი სტანდარტი, თუმცა წელი, სადაც დომინირებს არასტაბილურობა და ცვალებადობა. სწორედ ამიტომ, ახალი წელი კვლავ 2020 წლის იარლიყს ატარებს. კიდევ ერთი წელი პოსტ-პანდემიური მდგომარეობით, თანმიმდევრული, ახალი მოვლენებითა და ქვე-ტრენდების ზედაპირზე ამოსვლით.


თუ სოციალური მარკეტინგის თვალით შევხედავთ  3 მნიშვნელოვანი ელემენტი გამოიკვეთება:

– პანდემიის მიერ გამოწვეული ტრანსფორმაცია ტექნოლოგიებისა და პლატფორმების სფეროში;
– ყველა მომსახურების ერთ სივრცეში მოქცევის პრიორიტეტიზაცია;
– ბრენდების შემდეგი ნაბიჯები ჰუმანიზაციისკენ.

აღნიშნული ცვლილებების ფონზე, შეგვიძლია გამოვყოთ 7 სოციალური მიმართულების ტენდენცია, რომელიც მარკეტინგზე 2022 წელს გავლენას მოახდენს.
გარდა სოციალურობისა, ამ ტენდენციებს კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი აქვს – თითოეული მათგანი ჩამოყალიბებულია და შექმნილია იმისთვის, რომ მოიპოვოს მეტი მიდრეკილება და ინტერესი.
ინტერესი. სხვადასხვა გამოცდილებებსა და პლატფორმებს შორის მთავარი განსხვავება მათი პოპულარობის დრო და მყიდველობითი ძალაა.


2022 წელს უნდა ველოდოთ:
– TikTok-ის გაფართოებას, როგორც სოციალური მედიის საყრდენს და ტრენდების ინკუბატორს;
– სოციალური კომერციის გარდაუვალ განვითარებას;
– სოციალური მედიის აუდიო წინსვლას;
– სოციალური ქომუნითების ზრდას;
– მეტავერსის მიერ შექმნილ ახალ, განსხვავებულ გამოცდილებებს;
– კრეატორების ღირებულების ზრდას;
– ინფლუენსერების შესაძლებლობების გაძლიერებას მარკეტინულ საკომუნიკაციო საფეხურებში.


თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინტერესო წელი გველის სოციალურ მედიაში.

გსურთ გაეცნოთ სრულ დოკუმენტს ?

შეავსეთ ფორმა და PDF ფაილი ჩამოიტვირთება ავტომატურად.