fbpx

Ogilvy Georgia – საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო

კარიერა – დასაქმდი ჩვენთან 

როგორც ჩვენი დამფუძნებელი დევიდ ოგილვი ამბობდა, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს რომლებიც ჩვენზე დიდები და ჭკვიანები იქნებიან. სწორედ ასე ვქმნით გიგანტების კომპანიას. ჩვენ მუდმივად დაინტერესებული ვართ თანამედროვე მარკეტინგისა და ბრენდის ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომლებიც დიდი გულითა და განუსაზღვრელი ნიჭით გამოირჩევიან.

თუ დაინტერესებული ხარ ჩვენთან თანამშრომლობით შეავსე ქვემოთ მოცემული ფორმა.

David Ogilvy 1963

ნიჭი, მჯერა, არაკონფრომისტებს, დისიდენტებსა და მეამბოხეებს შორისაა. 

David Ogilvy


ვინ ვართ ჩვენ ?

Ogilvy 1948 წელს დაარსდა მხოლოდ 1 ოფისით, დღეს კი ჩვენი კრეატიული ქსელი 132 ოფისს აერთიანებს 83 ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის საქართველოში. 

ზრდის პროცესში მსოფლიო მსოფლიო სრულად შეიცვალა და ამოუცნობი გახდა. Ogilvy ცვლილებების დროს მუდმივად იდგა მსოფლიოს წარმატებული ბრენდების გვერდით და ეხმარებოდა მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციაში, გრძელ ვადიანი გეგმების განსაზღვრაში. 

ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს ჩვენი მიზანი: შთავაგონოთ ადამიანები და ბრენდები გავლენის მოსახდენად. 

როგორ მივაღწიეთ წარმატებას ? მიუხედავად მასიური ცვლილებებისა, ყოველთვის ვმოქმედებდით დევიდ ოგილვის შთაგონებითა და ხედვით. მან შექმნა კორპორატიული კულტურა, რომელიც ღრმად სცემდა პატივს და ზრუნავდა მის ხალხზე და კლიენტებზე. დევიდის მიდგომების მუშაობით ჩვენ პატივს ვცემთ მის მემკვიდრეობას. 

ჩვენი ძირითადი ღირებულება ყველაფრის გულშია რასაც ვქმნით. ეს არ არის წესების კრებული, ესაა რწმენა. ეს ჩვენი დნმ-ია.  

სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას და გვეხმარება  ჩამოვაყალიბოთ მოლოდინები – როგორ სამუშაო გარემოს ვქმნით და როგორ ადამიანებს ვეძებთ რომ გახდნენ ჩვენი ოჯახის წევრები. 

ვიცით და გვწამს რომ თუ ვიცხოვრებთ ჩვენი ღირებულებების მიხედვით, შესანიშნავად შევასრულებთ სამუშაოებს. ჩვენი ხალხი ისწავლის და გაიზრდება, აღმოაჩენს მის ინტერესებს და გახდება საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, როგორც პერსონალური ასევე პროფესიული მიმართულებით. 

ჩვენმა ღირებულებებმა შორს წაგვიყვანა და მომავალში კიდევ უფრო მეტ მწვერვალებს დაგვაპყრობინებს. ჩვენ ვართ ერთიანი ძალა, განუყოფელი. 

ჩვენ ვართ განუზომლად კრეატიულები, მოხერხებულად დაკავშირებულები, შეუპოვრად ცნობისმოყვარეები, მუდმივად უკმაყოფილოები, მარადიული შემოქმედები. 

ჩვენ ვართ Ogilvy.