fbpx

Ogilvy Georgia – საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო

06/02/2023 by Dimitri Cologne

სოციალური მედია ტრენდები 2023

რთულია, წინასწარ განსაზღვრო, რამდენად დიდხანს შეინარჩუნებს ესა თუ ის ტრენდი სიძლიერეს ხანგრძლივად. ამიტომ თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ. პროცესი შერჩევითი და სუბიექტურია; გარდა ამისა, დაუცველია გაუთვალისწინებელი მოვლენებისა და გვერდითი ასპექტებისგან. ასე რომ, არც ეს რეპორტია გამონაკლისი.  რა თქმა უნდა, ვაღიარებთ მის ნაკლოვანებებს, მაგრამ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ახალი წლის დასაწყისში გარემოსთან სინთეზირება და იმ თემების  ხაზგასმა, რომლებიც აყალიბებენ  ინდუსტრიის კონტექსტს. 

ჩვენი მიზანია, ნათელი მოვფინოთ მიმდინარე ცვლილებებს და გავხადოთ მეტად გასაგები;  თანადროულად მოგაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია  არსებული რუკის შესახებ და გითხრათ, სად აღმოვჩნდით  თავად ჩვენ. 

ამჟამინდელი  პოზიციები რომ შევაფასოთ, შეგვიძლია ვთქვათ,  რომ covid 19-დან თავი ამოვყავით გლობალური კრიზისების ქარცეცხლში. მკაცრი რეცესიული კონტექსტი  კიდევ უფრო მეტ სისტემურ ცვლილებებზე მიუთითებს განსაკუთრებით მაშინ,  როცა ჩვენი მუშაობის გზები და პრინციპები  ფუნდამენტალურად იცვლება.   ეკოლოგიური არეულობის ნიშნები ყველგან გვხვდება. ამ ყველაფერს  ემატება სასოწარკვეთილი და არაპროგნოზირებადი ომი. ამას გარდა, არ გამოგრჩეთ პანდემიის შემდგომ ტექ.  კომპანიების ბუმის შენელება და ვუალა – ჩვენ მივიღეთ უნიკალური გარემო 2023 წლისთვის! ამ დამსტრესავი კონტექსტის ქვეშ მომხმარებლები სიფრთხილეს იჩენენ ვაჭრობისას. თავის მხრივ, ფრთხილობენ ედვერთაიზერებიც. კონკურენცია პიკშია.

მართალია, ჩვენ ამბიციურები ვართ, თუმცა არც იმდენად, რომ ამ რეპორტის მიზანი არსებული გარემოს დეტალურად გაცნობა იყოს. სამაგიეროდ,  ავირჩიეთ ფოკუსირებული სტრატეგია ინდუსტრიაში არსებულ სამ ასპექტზე:

– რა აყალიბებს კონტენტსა და არხებს;

– რა ავითარებს ფიზიკური და ონლაინ კომერციის კავშირს;

– რა ცვლილებები ფორმირდება ინფლუენსერებთან და კრეატორებთან. 

შევარჩიეთ ფილტრები ჩვენი პერსპექტივების დასაორგანიზებლად და იმისთვის, რომ აზრი შეეძინა არსებულ არეულ რეალობას. ეს ფილტრები ჩვენთვის, ოგილვის გუნდისთვისაც, ძალიან რელევანტურია. ტრენდების დაფიქსირების ეს პროცესი გამოვიყენეთ დისკუსიისა  და აღმოჩენებისთვის, რათა  მოგვემზადებინა საკუთარი თავი არსებული გარემოსთვის. ჩავატარეთ ვორქშოფები ყველა თემის შესახებ, რომელიც რეპორტშია განხილული და შევქმენით შეთავაზება, რომელიც უკეთეს, დინამიურ, არსებულ კონტექსტზე მორგებული კონსტრუქციული რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. 

ვიმედოვნებთ, რომ  წარმოდგენილი რეპორტი სასარგებლო იქნება თქვენთვის და თქვენი კომპანიისთვის. 

გადმოწერეთ და წაიკითეთ სრული რეპორტი – ,,სოციალური მედია ტრენდები – 2023” 

გსურთ გაეცნოთ სრულ დოკუმენტს ? შეავსეთ ფორმა და PDF ფაილი ჩამოიტვირთება ავტომატურად.