05/01/2023 by Rahul Titus
ინფლუენსერ ტრენდები, რომლებიც მნიშვნელოვანია 2023 წლისთვის
თავიდან ბევრი სკეპტიკური აზრი არსებობდა – ზოგიერთის აზრით, ინფლუენსერ მარკეტინგი ახირება იყო; ზოგიერთმა ისე მიიღო, როგორც უმნიშვნელო ინსტრუმენტი მარკეტინგულ მიქსში. თუმცა 2016-2022 წლებში მისი მაჩვენებელი გლობალურ შკალაზე 1.7 მილიარდიდან 16.4 მილიარდამდე გაიზარდა და ყველა ეჭვნარევი აზრი გაქარწყლდა. ამბის მთავარი მოთამაშე ტიკ ტოკია – სიდიდით მესამე პლატფორმა, რომელიც არ წყვეტს ზრდას.
TikTok დღეს ყველაზე ძლიერ კულტურულ ძალად იქცა. კომერციაში თავის სიტყვას ამბობს და დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ხდება მთავარი წყარო სამყაროს საინტერესო მოვლენების აღმოსაჩენად. მაგალითად, #TikTokMadeMeBuyIt 29.3 მილიარდი ნახვა აქვს. პლატფორმამ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგა იქომერსის გასაადვილებლად. ამისთვის ტიკტოკი ტესტავს ლაივ შოპებს და ბრენდებს კამპანიების დასაწყისიდან დასასრულამდე გასაოცარ შესაძლებლობებს სთავაზობს. აქაური მომხმარებლების 49%-ს ერთი ნივთი მაინც აქვს შეძენილი პლატფორმის საშუალებით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.
ყველაფერთან ერთად ინფლუენსერების საბსქრიფშენ სერვისები მნიშვნელოვანი ხდება და არსებობს მოლოდინი, რომ საოცრად გაიზრდება მომავალ წელს, რაც კრეატორებს მეტად გაუხსნის გზას შემოსავლისკენ. ხელოვნური ადამიანები, ბოტები და AI პროფილებიც კი მეტად რეალისტურები ხდებიან და ჰყვებიან დროსა და ტრენდებს.
ზემოაღნიშნულ ტენდენციებს მივყავართ იქამდე, რომ ინფლუენსინგ მარკეტინგი მტკიცე ადგილს იკავებს მაგიდასთან. ამის მიზეზი არის ის, რომ ადამაინები უფრო მეტად ენდობიან ადამიანებს, ვიდრე ბრენდებს. ინფლუენსინგი, მარკეტინგის სხვა საშუალებებისაგან განსხვავებით, საშუალებას იძლევა, მომხმარებლებს დავუკავშირდეთ ავთენტური გზით. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ოგილვის ახალი ნარატივი, ისტორია, რომელსაც ვყვებით ჩვენ შესახებ, შემდეგია – რეალური ადამიანები, რეალური გავლენა.
მაშინ როცა ჩაძირული ვართ ჩვენს ეკრანებში, გადატვირთულები ვართ კონტენტით, ნამდვილი ინფლუენსინგი მოდის ნამდვილი ადამინებისგან და გვიყვება რეალურ ისტორიებს. საბოლოოდ, რეალური ხალხი ქმნის კულტურას.
სააგენტომ შეცვალა საკუთარი თავი და გაჰყვა ახალ სოციალურ რეალობას. Ogilvy არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ინფლუენს გუნდი, რომელსაც ექსკლუზიური წვდომა აქვს მონაცემთა ნაკრებსა და ისეთ ხელსაწყოებზე, როგორიცაა, მაგალითად, InfluenceO. ინფლუენსინგ ტექნიკა კამპანიების ტალანტების ბაზასთან ერთად გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ გაყიდვები ინფლუენსინგის მხრივ.
Ogilvy-ში ჩვენი პროცესები სცდება ინდუსტრიის ტრანზაქციულ ნორმებს. მის ნაცვლად ჩვენ თავად ვაწესებთ ახალ სტანდარტებს ინოვაციების, ბარიერების გადალახვისა და გამოსავლის ძებნის კუთხით მედიასთან, ბრენდებთან თუ ინფლუენსერებთან კომუნიკაციისას.
Ogilvy-ს ინფლუენსინგის გლობალურ ხელმძღვანელ რაჰულ ტიტუსის სტატიაში ( „ინფლუენსერ ტრენდები, რომლებიც მნიშვნელოვანია 2023 წლისთვის“) გამოკვლეულია ის ტენდენციები, რომლებიც აყალიბებენ მომავალს ინფლუენსინგ მარკეტინგის სფეროში.
წაიკითხე სრული რეპორტი და აღმოაჩინე :
– უდიდესი ტრენდები, რომლებიც ცვლიან ციფრული მარკეტინგის სამყაროს და წარმოადგენენ მარკეტერებისთვის ასათვისებელ კომპონენტებს 2023 წლისთვის;
– როგორ გამოიყენონ მარკეტერებმა ინფლუენსერ მარკეტინგი იმისთვის, რომ ინოვაციური გზებით აუდიტორიასთან უკეთესი კონტაქტი დაამყარონ და გაზარდონ ბრენდი;
– ,,ოგილვის” ნარატივზე (,,რეალური ხალხი, რეალური გავლენა”) აგებული ქმედეთი ნაბიჯები ინფლუენერ მარკეტინგული გეგმის გასამყარებლად.