fbpx

Ogilvy Georgia – საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო

06/09/2022 by Dan Saltzma

როგორ აძლიერებს ბრენდის კაპიტალს კომერციული გამოცდილება

ბრენდების რამდენი პროცენტი შეიძლება გაქრეს ერთ ღამეში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე? Elite Business Magazine-ის მიხედვით, პასუხი 74% გახლავთ. რა თქმა უნდა, არსებობენ ბრენდები, რომელთა ერთგული მომხმარებლების რიცხვი გაცილებით მაღალია და ეს შედეგი ყველასთვის განსხვავებულია. ჩემთვის ასეთი ბრენდებია Nike, Ford, Apple. მაგრამ, იცით, რომელ ჭურჭლის საპონს იყენებთ? რომელი ტუალეტის ქაღალდია ახლა თქვენს აბაზანაში? ხართ ერთგული  სოდის ან ყავის ერთი კონკრეტული ბრენდის მიმართ?

ყოველდღიურად ჩვენ ათასობით ბრენდთან გვაქვს ურთიერთობა, თუმცა ყველა  ნამდვილად არ გვახსოვს. რატომ არის ასე? ღრმად მჯერა დიდი ბრენდის ძალისა და  გამოცდილების. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ახლა, როცა ასე ძლიერდება კონკურენცია და მომხმარებელთა მოთხოვნები ყოველდღიურად იცვლება. როდესაც ვფიქრობთ ბრენდებსა და გამოცდილებაზე, ვფიქრობ სრული სპექტრის კომერციაზე, შესყიდვების მთელ გზაზე. თუ ჩვენ შევწყვეტთ ფიქრს კონვერტაციის მხოლოდ ერთ წერტილზე – ვებსაიტზე, აპლიკაციაზე, აგურის მაღაზიაზე, ჩვენ რეალურად დავიწყებთ ახალ მოგზაურობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვბლოკოთ ის, რაც, ჩემი აზრით, 500%-ით მეტი შესაძლებლობაა.

კომერციული მოგზაურობის სრული სპექტრი მოიცავს ხუთ დისკრეტულ ფაზას:

  •     თარგეთირება;
  •     შეძენა;
  •     კონვერსია;
  •     მომსახურება და შესრულება;
  •     შენარჩუნება და ერთგულება. 

თითოეული ჩამოთვლილი ეტაპი გვაძლევს უზარმაზარ შესაძლებლობას, განვბლოკოთ ღირებულება და შევქმნათ ერთგულ მომხმარებელთა ახალი წრე. მოდით, განვიხილოთ  თითოეული ფაზა.

 

ფაზა 1: თარგეთირება

ეს ეტაპი ყველაზე რთულია, რადგან თარგეთირება მთლიანად მონაცემებს ეხება. აქ არ არის შეტყობინებები. არ არის შემოქმედებითობის შესაძლებლობა. არ არსებობს შესაძლებლობები, იყოთ სასაცილოები, სენტიმენტალურები. ეს ეტაპი ეხება იმის დადგენას,  ვინ არის თქვენი აუდიტორია და სად არის ცარიელი სივრცე. თუ კი გსმენიათ ფრაზა “Skate to where the puck is going to be” ? თარგეთირების ფაზაში სწორედ ამ სტრატეგიას ვიყენებთ. ამ დროს  უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ ესაუბრებით სწორ კლიენტებს ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენს შეტყობინებებს მომხმარებლისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფაზა 2: შეძენა

ახლა, როდესაც ვიპოვეთ ჩვენი აუდიტორია და აღმოვაჩინეთ ცარიელი სივრცე, შეგვიძლია მივმართოთ მათ, რაც ნიშნავს იმას რომ გადავდივართ შეძენის ეტაპზე.  სწორედ აქ ხდება დიდი შემოქმედების მაგია. როგორც ხშირად ვუწოდებთ, ეს არის რომანტიკული ეტაპი, რადგან სწორედ აქ ვხედავთ რეკლამის ძალას,  აქ გვეძლევა შესაძლებლობა, გავაცინოთ ან ავატიროთ აუდიტორია. ეს არის დონ დრეიპერი Mad Men-დან Kodak-ზე მუშაობისას. ეს ეტაპი ეხება ბრენდთან კავშირის შექმნას, ადამიანების ბრენდში შემოყვანას. ბრენდის გამოცდილება, ამ შემთხვევაში, სწორედ გასაღებია.

ფაზა 3: კონვერცია

კონვერცია შეგვიძლია გავაიგივოთ ვაჭრობის წმინდა გრაალთან. ეს არის ფაზა სადაც გვაქვს პირდაპირი კონტროლის შესაძლებლობა, მივიყვანოთ ბრენდი მომხმარებლის სახლში და დავეხმაროთ მას, გაყიდოს თავისი პროდუქცია იქ, სადაც  სურს.  დიდი სიამოვნებით ვაკვირდებოდი საკომუნიკაციო არხების აფეთქებასა და იმ შესაძლებლობებს, რომელიც გვაქვს მომხმარებელთან მისასვლელად. განსაკუთრებით მომხიბვლელია სოციალური კომერციის სწრაფი ზრდა და გაყიდვის შესაძლებლობა Instagram-ზე, Facebook-სა და ახლა უკვე TikTok-ზე. ეს არხები  გახდნენ გაყიდვების ძირითადი პუნქტები ძირითად საშუალებებთან ერთად, როგორიც არის ვებსაიტი და მობილური გამოცდილება. როდესაც ვუყურებთ ჩინეთს, მართლაც, მომხიბვლელია ლაივ შოპინგის შესაძლებლობა, რომელმაც დაიპყრო მარკეტი. ეს ისე ჩანს, თითქოს ერთ დინებას  მივყვებით შეძენიდან კონვერტაციის ეტაპის ჩათვლით.  ცენტრში კი ბრენდია.

ფაზა 4: მომსახურება და შესრულება

ეს ფაზა ზოგჯერ იკარგება მარკეტერების ფიქრისა და საუბრის პროცესში. მიწოდების ჯაჭვი და მომსახურება არის ადგილი, სადაც რეალური ღირებულება უნდა რეალიზდეს  ელექტრონულ კომერციაში მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე, COVID-ის გათვალისწინებით და ახლაც, გვაქვს მასიური პრობლემები მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც  დგას თითქმის ყველა ბრენდი და საცალო ვაჭრობა.

დასამახსოვრებელი ბრენდისა და გამოცდილების  შექმნის კონცეფცია ამ ფაზაში შედარებით უცხო მცნებაა.  რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლოდინები მიწოდების ჯაჭვის პერსპექტივიდან. როგორც მომხმარებლები, ველით, რომ რაღაც ჩამოვა იმ დროს, როცა დაგვპირდნენ ჩამოსვლას. მაგრამ შეფუთვა, როგორც ბრენდის ელემენტი და მიწოდება არის სფერო, სადაც დღემდე ძალიან ცოტა ინოვაციაა. ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია SC Johnson-ისა და Walmart-ის პარტნიორობა, როდესაც ჰაერის აეროზოლის შეფუთვას ჰქონდა Glade-ის სურნელი. ასეთ საკითხებზე ფიქრი მნიშვნელოვანი ასპექტია ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობის პროცესში. Glade-ის ბრენდმა შეფუთვა სამახსოვრო გამოცდილებად აქცია.

 

ფაზა 5: შენარჩუნება და ერთგულება.

ეს ფაზა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირად გარკვეული ჯგუფების სრული კონცენტრირება ამ ასპექტზე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ქულებისა თუ ქეშბექის ტიპის წახალისება ჯერ კიდევ ერთგულების ეფექტური ფორმებია, ბრენდირებული მიწოდება და ექსკლუზიური კონტენტი  ბრენდს აძლევს საშუალებას, მომხმარებელთან მიიტანოს ახალი ტიპის ღირებულება, რაც აქამდე ქულებისა და ფასდაკლებების მეშვეობით არ შეეძლოთ.

 

კომერციული მოგზაურობის ხუთივე ფაზაზე ფოკუსირება ბრენდებს სთავაზობს გაფართოებულ შესაძლებლობას – განბლოკონ ღირებულება და განავითარონ მნიშვნელოვანი კავშირები მომხმარებლებთან.