01/26/2022 by Tim Duncan
Going Early in the Metaverse: ძირითადი სტრატეგია მომავლის გზისკენ მიმავალ პროცესში
გავიხსენოთ დრო, როდესაც Facebook-მა ან თუნდაც Google-მა პირველად გახსნეს თავისი სარეკლამო პლატფორმები საზოგადოებისთვის. თავდაპირველად სარეკლამო საქმიანობის ხარჯები დოლარების ნაცვლად რამდენიმე ცენტს შეადგენდა. შანსი რომ გქონდეთ როგორ მოიქცეოდით, გამოიყენებდით სრულად სარეკლამო ბიუჯეტს? ახლა, რა თქმა უნდა, პასუხი ნათელია, რადგან მთელი სურათის დანახვა შეგვიძლია. ამ მაგალითით კარგი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ და გავიაზროთ, რომ ახალ, მაღალი ზრდის არხებში რეკლამირების ადრეულმა და პირველმა ინიციატივებმა შეიძლება მოიზიდოს ახალი მომხარებელი ბევრად უფრო მარტივად და იაფად, ვიდრე ჩამოყალიბებულ და კონკურენტუნარიან სივრცეში, როგორიც არის Facebook და Google.
წელს ჩატარებული სამომხმარებლო ელექტრონიკის საერთაშორისო შოუზე პირველად ვიხილეთ არსებითად მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი Samsung-ის მეტავერსში გამოცდილების სახით. კერძოდ, My House-ის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს 3D ციფრულ სახლს და აგებულია Naver Z-ის ZEPETO მეტავერსიის პლატფორმაზე (აზიაში ამ ტიპის ყველაზე დიდი პლატფორმაა, 250 მილიონზე მეტი მომხმარებლით მთელს მსოფლიოში). ადამიანებმა, რომლებიც ეწვივნენ My House-ს ZEPETO მობილური აპლიკაციის საშუალებით, გამოსცადეს Samsung-ის უახლესი პროდუქტი და შეძლეს მისი დატესტვა პერსონალურად. უფრო ზუსტად კი – მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი გემოვნებით გაეფორმებინათ სახლი და მოეწყოთ ავეჯით. ეს ახალი პლატფორმის დროულად ათვისების ძალიან კარგი მაგალითია. მსგავს გამოცდილებას სხვა ბრენდებმა თვალი უნდა ადევნონ და შექმნან მასზე დაყრდნობილი ზრდის სტრატეგია. გონივრულია, ისწავლოთ დიდი პლატფორმების გამოცდილებიდან და არ გაიმეოროთ შეცდომები.
Samsung-ის მეტავერსის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია გამოვთქვათ ჰიპოთეზა- მეტავერსის გამოყენება სამომავლო პერსპექტივებისთვის გახდება არსებითად მნიშვნელოვანი. შეიძლება ეს იყოს მაგალითი სხვა ბრენდებისთვის მეტავერსში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, Roblox დღესდღეობით მეტავერსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა მომხმარებელთა რაოდენობით. სტატისტიკა შემდეგნაირია – ყოველთვიურად აქტიური +200 მილიონი მომხარებლიდან დაახლოებით 75% არის 25 წლამდე ასაკის. შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ Samsung-ის Decentraland-ზე დაფუძნებული მეტავერსის გამოცდილების მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიამდე მისვლაც იყო. თუ ამ ვარაუდს გავაერთიანებთ ტექნოლოგიური კომპანიების ინდუსტრიულ სტრატეგიასთან, რომლებმაც მომხარებლის ერთგულების მოპოვება ადრეულ ასაკში შეძლეს, მივხვდებით ბრენდის ჩანაფრიქს, ეს იყო სტრატეგია ახალგაზრდა თაობასთან თანამშრომლობისთვის Samsung-ის შემდეგი თაობის პროდუქტებით დასაინტერესებლად. ახალგაზრდა აუდიტორიისთვის პირველადი არხი პორტატული მოწყობილობაა და ჩვენ, როგორც მარკეტოლოგებმა, ვიცით, რომ ეს აუდიტორია კონკრეტულად ელოდება იმერსიულ ციფრულ გამოცდილებას მსოფლიო ბრენდებისგან. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი იყო 25 წლამდე (ან თუნდაც 30 წლამდე), რომლებსაც არ ჰქონდათ სამომხმარებლო ელექტრონიკის საერთაშორისო შოუზე დასწრების შესაძლებლობა ან პანდემიის გამო ვერ შეძლეს გამგზავრება (ანგარიშები აჩვენებს, რომ წელს დასწრება შემცირდა 75%-ით), სამომხმარებლო ელექტრონიკის საერთაშორისო შოუ მეტავერსში არის შესანიშნავი დამატებითი საშუალება სამომხმარებლო სტრატეგიისთვის და Samsung-ის მომხმარებელთა მაქსიმალური ჩართულობის გასაუმჯობესებლად, განურჩევლად მდებარეობის, ასაკისა და ვითარებისა.
გარდა ამისა, არსებობს ფარული უპირატესობები, რომლებიც შეიძლება არ განიხილებოდეს, როგორიცაა “booth-ის ” ხანგრძლივობა ან გამოცდილება თუნდაც ღონისძიების დასრულების შემდეგ. აუდიტორიას აქვს შესაძლებლობა, გადახედოს ინფორმაციას კონფერენციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტექნოლოგიის შესწავლისთვის და დასაკვირვებლად; ასევე შეუძლიათ მოიწვიონ მეგობრები, მონაწილეობა მიიღონ ვეგასში გამგზავრების გარეშე და არ გადაიხადონ ათასობით დოლარი შესასვლელი ბილეთისთვის. Word of mouth და დაბალი ბარიერები ახალ სამყაროში შესვლისთვის და ბრენდების მიერ მომხმარებლების გამოცდილების შესაქმენლად მთავარი ელემენტებია. ეს არის წარმატების გასაღები, რომელსაც ციფრულად ჩამოუყალიბებელი ბრენდები შესაძლოა არ იცნობდნენ, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ყოველწლიურად იზრდება ამ სამყაროში შესვლის ბარიერი. შესაბამისად, კარგად უნდა აანალიზებდნენ, რას წარმოადგენს მომხმარებლისთვი სასურველი გამოცდილება.
თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით მეტავერსის არსს ან მის სავარაუდო შედეგებს რომელთაც მომავალში უნდა ველოდოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოცილება და აუცილებლად შეისწავლოთ, რა გააკეთა Samsung-მა სამომხმარებლო ელექტრონიკის საერთაშორისო შოუზე – გამოიყენა შესაძლებლობა, ყოფილიყო პირველი ახალ სივრცეში და ახალი მომხმარებლების შეძენის ძირითადი ზრდის წყაროდ ექცია მეტა სამყარო.
რაც შეეხება კონკრეტულად მეტავერსს, ბრენდებმა და მარკეტერებმა უნდა დაიწყონ შესაძლებლობების შესწავლა და გამოკვლევა ახლა როცა კონკურენცია შედარებით დაბალია და ინტერესი მაღალი. ვინც პირველი ქმნის დიდ ხმაურს, სარგებლობს კიდეც მედიის ყურადღებით, რადგან გამომცემლები და ჟურნალისტები ერთიანად აშუქებენ სიახლეებს. ეს ყველაზე მომგებიანი სცენარია ბრენდებისთვის.