fbpx

Ogilvy Georgia – საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო

05/11/2021 by Tom Kenny

ტომ კენი- როგორ დავარეკლამოთ

ბევრი ადამიანი შემხვედრია, ვინც რეკლამირებაში ახალბედა იყო. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მათგან ხშირად მოდიოდა ასე ჟღერდა – გაქვ რაიმე რჩევა, მათთვის, ვინც ამ სფეროში ახალია? კი, მაქვს და ქვემოთ ამ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას.

სანამ დავიწყებდე, გეტყვით, რომ მე არ გახლავართ რეკლამირების გურუ. უფრო ჭკვიანი ადამიანებით გარშემორტყმული და იღბლიანი ვარ. მათგან ვსწავლობ. ვუშვებ შეცდომებს, თან ბევრს!

მაშ, ასე. მოგიყვებით თითქმის ყველაფერზე, რაც რეკლამირების სფეროში მისწავლია.

Volunteer for Everything – ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხართ. ისიც ვიცი, რომ უკანასკნელი, რამ, რაც არ გინდათ ცხოვრებაში, დამატებითი დავალებაა. თუმცა, თუ ვინმეს დახმარება დასჭირდება, ხელი აუცილებლად აწიეთ! რა ტიპის დავალებაც  უნდა იყოს, შესთავაზეთ თქვენი თავი. დაუზარელი მოხალისეობა მინიმუმ ორი რამის გამო გამოგადგებათ. პირველ რიგში, პრობლემის გადამჭრელის სახელს მოიხვეჭთ, რაც ძალიან დაკავებულ ხელმძღვანელებს თქვენ მიმართ მადლიერებას გაუჩენს და მეორე – ისწავლით ისეთ საკითხებს და ურთიერთობა გექნებაისეთ ადამიანებთან, რომლებთან შეხებაც სხვა შემთხვევაში არ გექნებოდათ.

Make Lists – დღეს ჩემი დღიურის გარეშე არსად დავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ თან მაქვს ტელეფონი, ლეპტოპი და აიპადი, მასაც თან დავატარებ. ცხოვრება სწრაფად მიდის, მე კი საშინელი მახსოვრობა მაქვს. ერთადერთი გამოსავალი საჭირო ინფორმაციის დღიურში ჩანიშვნაა. რადენ რთულ სიტუაციაშიც  უნდა ვიყო და რაოდენ დიდიც უნდა იყოს ჩემი საქმეების ჩამონათვალი, სიის გადაკითხვის შემდეგ თითქოს სიტუაციაზე კონტროლს ვიბრუნებ. 

Embrace Your Insecurity – ჩემი პირველი, ნამდვილი სამსახური სტრატეგიის დეპარტამენტში  დასტინ რაიდაუთის Linkdin-ის პროფილის დათვალიერების შემდეგ მივიღე. მან საკუთარ პროფილზე აღმომაჩინა ლეო ბარნეტთან ერთად, რომელიც სტრატეგიული დირექტორი იყო. ისინი ჯუნიორ სტრატეგისტს ეძებდნენ, ჩემი კანდიდატურა კი მათთვის საინტერესო აღმოჩნდა. დასტინმა და ლეომ არ იცოდნენ, რომ მე მათი ლინკდინის პროფილებს საკუთარი საქმიანობის აღწერის იდეების მოსაპარად ვესტუმრე. ახალი ვიყავი ამ საქმეში და არ ვიცოდი რა უნდა ჩამეწერა, ამიტომაც გამოცდილი სპეციალისტების პროფილებს ვათვალიერებდი. 

პირველი 4 წელი თავს მატყუარად ვგრძნობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა გაიგებდა ჩემი გამოუცდელობის შესახებ. გამოაშკარავების მეშინოდა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი, ვკითხულობდი და ვსწავლობდი. ახლა რომ ვაკვირდები ამ კომპლექსებმა უმოკლეს დროში ზღვა მასალის სწავლის შესაძლებლობა მომცა. საბოლოოდ კი გავხდი ის ადამიანი, რომლადაც ვასაღებდი თავს.

Work Your Butt Offროცა დამწყები ხარ, არც გამოცდილება გაქვს და არც კონკრეტული უნარები,  შეგიძლია შენი დადებითი მხარე კარგი სამუშაო ეთიკა იყოს. როცა გასაუბრებებს ვატარებ ახალბედებთან, მხოლოდ ორ რამეზე ვფიქრობ: იქნებიან თუ არა ის ადამიანები, ვისთან მუშაობაც ჩემს თანამშრომლებს ესიამოვნებათ და მეორე – რამდენად შრომისმოყვარეები არიან თავიანთ საქმეში.

Become a Student of Advertisingრეკლამირებაში მომუშავეებს თავიანთი ენა და ტერმინები აქვთ. ცნობილი სარეკლამო კამპანიები, სლოგანები და ა.შ. არავინ გეტყვის და აგიხსნის მათ მნიშვნელობას. ჩემი ღრმა რწმენით, სანამ წესებს დაარღვევ, მანამ უნდა გაიგო მათ შესახებ. აუცილებელია, ნახო ყველაფერი, რაც შენამდე იყო რეკლამირებაში და ჩაეფლო ამ სამყაროში. ბოლოს კი ჩაერთე ძველი სარეკლამო კამპანიების განხილვებში და ნახავ, რომ ეს იმაზე საინტერესოა, ვიდრე გგონია.

Become a Student of Advertisingშენი პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისგან დასვენებაც უნდა შეგეძლოს. წლების განმავლობაში შეხება მქონია უამრავ მარკეტერთან, რომელთაგანაც ზოგი მოგზაური იყო, ზოგიც – მუსიკოსი, ზოგი მარათონებშიც კი იღებდა მონაწილეობას. ისინი იყვნენ ფილმებზე გაგიჟებულები და ფოტოგრაფები. პროფესიის გარეშე აქტივობები დაგეხმარებათ დაიმუხტოთ და მიიღოთ ახალი ინსპირაციები, რომლებსაც საბოლოოდ თქვენს საქმეში გამოიყენებთ.

Make Sure the Deck Looks Good როდესაც ვინმეს შენს მოწესრიგებულ ნამუშევარს აცნობ, ყველას უჩნდება შეგრძნება, რომ საქმეს გულისყურით მოეკიდე. თანამედროვე სამსახურების მთავარი გამოწვევა ინფორმაციის სწორი პრინციპით დახარისხებაა, მიუხედავად იმისა, რომ რეკლამირება არეულ-დარეული საქმეა, დარწმუნდი, რომ სხვებს მოწესრიგებულ ნამუშევარს აჩვენებ.

Don’t Just Learn Your Job, Learn Everyone Else’s Tooჩემი პირველი სამსახური კრეატივის დეპარტამენტში მქონდა, შემდეგ ციფრულ და დაირექთ გუნდს შევუერთდი, მომდევნო საფეხური სოციალური სტრატეგი იყო,შემდეგი ბრენდ სტრატეგი. ვცდილობდი ამომეხსნა თუ სად ვიგრძნობდი თავს უკეთესად, ამიტომაც კორპორაციაში ბევრი ვიმოგზაურე. სამუშაო ადგილების ცვლამ უფრო მეტად ლოიალური გამხადა კოლეგების მიმართ. დღესდღეობით უკეთ ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი, რა უნდა მოვითხოვო  მათგან და რის მიღება სურთ ჩემგან. არ ვამბობ, ყველაფერს შეეხოთ, თუმცა გირჩევთ გამოყოთ  დრო თქვენი კოლეგების საქმიანობაზე ფიქრისთვის, შემდეგ კი შეძლებთ საკუთარი თასქები უკეთ შეასრულოთ. 

 

Influencer Marketing Agencies